ერთი იმედი – სახლში დაბრუნება
„ერთი იმედი – სახლში დაბრუნება“ რკინისა და ქვის ამ კედლებს მიღმა, უამრავი ღამე მარტოობაში გავატარე. ოჯახისა და მეგობრებისგან შორს, ყოველ დღეს ვლოცულობდი, რომ ეს გზა დასრულებულიყო. წლები ნელა გადიოდა, და დრო მაძლევდა ფიქრის საშუალებას. არ ვუარყოფ ჩემს შეცდომებს, რადგან სიმართლე ყველაზე ბნელშიც კი არ იმალება. მე ვაღიარებ ყველაფერს, რაც არასწორად გავაკეთე, და სწორედ ამ წლებმა შემცვალა. ის ადამიანი, რომელიც ამ კარებში ოდესღაც შევიდა, აღარ არის ის, ვინც ადრე იყო. სინანული ჩემს გულში დარჩა, მაგრამ ტკივილთან ერთად გაკვეთილებიც მივიღე. ყოველ ჩემს შეცდომას ვაღიარებ, და მხოლოდ ღვთის წყალობას ვითხოვ. იყო დღეები, როცა სასოწარკვეთა ერთადერთი მეგობარი იყო, როცა იმედი თითქმის გაქრა. მაგრამ გულის სიღრმეში პატარა სინათლე მაინც ცოცხლობდა, რომ ცხოვრება შეიძლება თავიდან დაიწყოს. მე მხოლოდ ერთ შანსს, ერთ იმედს ვითხოვ, რომ დავბრუნდე ჩემს საყვარელ ადამიანებთან. ჩავეხუტო ჩემს ოჯახს, და ავანაზღაურო დაკარგული წლები. ჩემო ძვირფასო საქართველოვ, და გეგუთის საპატიმროვ, თქვენთან გატარებულმა წლებმა ცხოვრების ნამ...